დღეს, 22 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და ახლა ბალანსი 9:4-ზე აქვს.
ლევან გორგაძემ კატაცუკაში შეასრულა, თუმცა მონოი შედგა და გამარჯვება იაპონელ ფალავანს მიაკუთვნეს.
ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი. ამ მომენტისთვის ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან, ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კი სწორედ კაკურიუ იქნება.
ლევან გორგაძეს დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტულის დაიბრუნოს.
კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს სულ 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გორგაძემ მხოლოდ 3 დაპირისპირება მოიგო.