დღეს მიმდინარეობს ნაცუ ბაშოს მე-14 დღე. სამწუხაროდ, ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა საკუთარი ბრძოლა ჯიუროს მე-10 ნომერ ცურიგიშოსთან დათმო.
ამ მარცხის შემდეგ გაგას 8 მოგება და 6 მარცხი აქვს. მას განაღდებული აქვს ბანძუკეში დაწინაურება, თუმცა თუ ხვალინდელ ბრძოლას მოიგებს, უფრო მეტი ადგილით წაიწევს წინ რეიტინში. ჯერ-ჯერობით უცნობია ვის შეხვედება გაგა ბაშოს ბოლო დღეს.
მეორე ქართველი, ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი დღეს იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ დადგება. ბრძოლა 12:30 საათიდან გაიმართება.