26 მაისს, ნაცუ ბაშოს ბოლო, მეთხუთმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა უკანასკნელ დღეს საკუთარი ორთაბრძოლა ოძეკ ტაკაიასუსთან გამართა და დამარცხდა.
ქართველმა ფალავანმა გუშინ იოკოძუნა კაკურიუსთან მოგებული ორთაბრძოლით ოძეკის ტიტული დაიბრუნა და მომავალ ბაშოზე ამ წოდებით იასპარეზებს.
გორგაძემ ბაშო 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა.