ნაგოია ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.
ნაგოიას "დოლფინს არენაზე" ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) წლის მე-4 სუპერტირნირს იაპონელი მეტოქეებით დაიწყებენ.
ტოჩინოშინი პირველ საშეჯიბრო დღეს მე-2 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება. ენდო ქართველისთვის უხერხული მეტოქე და ბალანსისც 5:3 იაპონელის მხარესაა.
ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა შოდაის შეხვდება. შოდაისა და ტოჩინოშინის შორის 12 დაპირისპირება შედგა, აქედან ქართველმა 6-ში იმარჯვა.
გაგამარუს პირველი მეტოქე ჯურიო ლიგაში აღმოსავლეთის მე-2 ნომერი იშიურა იქნება, ვისთანაც ბალანსი ქართველს
2:1-ზე აქვს.
სამწუხაროდ ტოჩინოშინი ბაშოს სათანადო ფორმაში ვერ ხვდება. შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოზე ლევანმა მუხლი დაიზიანა და სამწუხაროდ ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ შეძლო. გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ ტოჩინოშინს ვარჯიშის დროს მარცხენა მხარზე კუნთი გაუწყდა.
ქართული სუმოს ქომაგების ცნობით ტრავმების მიუხედავად ლევანი ტრადიციულად შემართებას არ უჩივის და გულშემატკივრებს აიმედებს, რომ გამაყუჩებლების დახმარებით მაქსიმალურად დაიხარჯება ნაგოიაში.
რაც შეეხება თემიურაზ ჯუღელს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია და სუმოისტი თავს კარგად გრძნობს. გაგამარუს ელიტურ დივიზიონში დაბრუნების კარგი შანსი აქვს, ამისთვის მას 9 გამარჯვება სჭირდება.
- ნაგოია ბაშოზე ორი იოკოძუნა ჰაკუჰო და კაკურიე იასპარეზებს.
- ტურნირს კადობანში მყოფი ახალგაზრდა ოძეკი, ტაკაკეიშო დააკლდება.
- ნაგოია ბაშოს ასევე დააკლდება 37 წლის ვეტერანი იაპონელი იოშიკაძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2 თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.
კაკურიე არა, კუკურა :)))