ქართველი რიკიშის მეტოქე ენდო იყო, რომელთანაც ლევან გორგაძეს ბალანსი 4:5-ზე ჰქონდა, სამწუხაროდ ლევანმა ბალანსის გათანაბრება ვერ მოახერხა და ენდოსთან შეხვედრა უვატიდაშინაგეს ილეთით დათმო.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი - 6:7-ზე აქვს.
სამწუხაროდ ტოჩინოშინი ბაშოს სათანადო ფორმაში ვერ ხვდება. შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოზე ლევანმა მუხლი დაიზიანა და სამწუხაროდ ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ შეძლო. გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ ტოჩინოშინს ვარჯიშის დროს მარცხენა მხარზე კუნთი გაუწყდა.
ჯურიო დივიზიონში საკუთარი შეხვედრა დათმო დასავლეთის მეორე ნომერმა გაგამარუმ, რომელსაც იშიურამ ჰენკათი სძლია.
თეიმურაზ ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე აზუმარიუ იქნება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი - 2:2-ზე აქვს.