ნაგოია ბაშო. VI დღე: ემოციური მომენტი, გაგამარუს უკვე მესამე ჰენკა გაუკეთეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაგოია ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიო დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა.

ქართველის მეტოქე ჩიოშომა იყო, რომელმაც ქართველს ჰენკა გაუკეთა. ჰეკნა ერთგვარი ილეთია, როცა მეტოქე სუმოისტი მოწინააღმდეგეს პირველ შეტევას წინ არ ხვდება და იცილებს. სუმოში მსგავსს ილეთს თითქმის ყველა სუმოისტი იყენებს, თუმცა ბრძოლისგან თავის არიდებას ნიშნავს.

დღევანდელის დღის შემდეგ გაგამარუს ბალანსი 1:5-ზეა და ვითარება გართულებულია, რასაც ტრავმაც ემატება, მას ფეხის თითი აქვს მოტეხილი.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფალავანი 5 მარცხიდან 3 შემთხვევაში ჰენკათი დამარცხდა.

ტურნირს მხრისა და მუხლის ტრავმის
გამო უკვე გამოეთიშა ტოჩინოშინი, რომელიც მომდევნო ტურნირში ე.წ "კადობანში" ჩადგება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა რას იტანჯება დაანებე რა თავი ყველასთან აგებს
dato
11:25 12-07-2019
17
roca toshim gaaketa arc mashinac ar mogvewona tumca idzulebuli iyo fa bodishi moixada amat ra chirt aseti ghirseba ro dakarges teimuraz shen gverdit vart mteli saqartvelo
კახა
14:46 12-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული