16 ივლისს ნაგოია ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ, სამწუხაროდ, მორიგი მარცხი განიცადა.
თეიმურაზ ჯუღელი იკიოის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ჯუღელს ტურნირზე ბალანსი 2:8-ზე გაუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის მოპოვების შანსი აღარ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი ტრავმით ასპარეზობს, მას ფეხის თითი აქვს მოტეხილი.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე დაიამამი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 3:2-ზე აქვს.