დღეს, 11 აგვისტოს ტოჩინოშინი, თავისი სკოლის კასუგანოს წარმომადგენლებს ქალაქ სენდაიში შეუერთდა.

როგორც იცით ქართველმა სეკიტორმა ნაგოია ბაშოზე ტრავმა მიიღო და აქამდე ზაფხულის ტურში ვერ მონაწილეობდა.

ტოჩინოშინს მარჯვენა მუხლის და მარცხენა მხრის ტრავმა ჰქონდა. იაპონურ მედიაში კასუგანოს სკოლის ხელმძღვანელის კომენტარი გამოქვეყნდა: "ტოჩინოშინის მხრის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მუხლის უკეთესობა ჯერჯერობით არაა, ჩვენ არ შეგვიძლია გამოჯანმრთელების პროცესი დავაჩქაროთ".

იაპონურ მედიასთან ისაუბრა ქართველმაც: "არის თავის მხვრივ მცირე პროგრესი, რადგან დიდი ტკივილები აღარ მაქვს. მე ვაგრძელებ რეაბილიტაციას და ვარჯიშებს, რადგან სხვა არჩევანია არ მაქვს. ვარჯიშის დროს, ძალას მარცხენა ფეხს ვატან, რადგან ის მწყობრშია.

დილის ვარჯიშის შემდეგ ვცდილობ აბაზანები მივიღო, რადგან საქართველოში მიღებულია, რომ "აბანო კარგია". ეს გეხმარება ტრავმის რეაბილიტაციაში. თუ პარალელურად არ ვივარჯიშებ, ფორმაში ვერ ვიქნები. გაცილებით დიდი მოტივაცია მაქვს, რადგან საქართველოში ჩემი მშობლების სახლთან, საკუთარ სახლს ვაშენებ და მსურს შიგნით როგორც ოძეკი შევიდე".

შეგახსენებთ ქართველმა ფალავანმა ნაგოია ბაშოზე პირველ ხუთ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ტრავმის გამო ვეღარ შეძლო ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება. ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე კადობანში იქნება ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს რომ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს კვლავ დაკარგავს.

ბესო
ერყობა ვერ ერკვევი მეგობარო სუმოში, ეს ბაშო რომ გამოტოვოს, ოძეკობას ვეღარასოდეს დაიბრუნებს.
გიორგი
სოსო მუხლზე როგორც ვიცი ოპერაცია სჭირდება, რომ ბოლომდე მოირჩინოს. ოპერაციის გაკეთება კი მინიმუმ 3 ტურნირის გამოტოვებას უდრის, რაც წოდების დაკარგვას ნიშნავს და კვლავ ყველაფრის თავიდა დაწყება მოუწევს. უკვე აღარ არის პატარა ასაკის, რომ თავიდან დაიწყოს ყველაფერი და ისევ ძველ სიმაღლემდე ავიდეს. ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია, მერე ფორმაში ჩადგომა თითქმის ერთ წელს წაიღებს და ძალიან დაქვეითდება. შემდეგ ძალიან გაუჭირდება დაბრუნება ჩვეულ სიმაღლეზე. სუმოში ტრავმის გამო ან ზოგადად ბაშოს გამოტოვებას არავინ გაპატიებს. ყოველი გამოტოვებული ბრძოლა/ტურნირი წაგებულ ბრძოლას ნიშნავს. თუ ტურნირი გამოტოვა 0-15 ექნება. ორჯერ უარყოფითით ოძეკობას დაკარგავს, შემდეგ თუ მომდევნო ბაშოზევე 10 გამარჯვება ვერ მოიპოვა შემდეგ უკვე კვლავ ზედიზედ სამ ბაშოზე 33 მოგება დასჭირდება რაც ძალიან რთული იქნება. აგერ ტერუნოფუჯის მაგალითი ავიღოთ. კაცი იოკოძუნობას ეპოტინებოდა, მაგრამ ტრავმის გამო ოძეკობა ხომ დაკარგა და საბოლოოდ ბოლოსწინა დივიზიონამდე დაქვეითდა. ასე, რომ როგორ ვიცი სადამდეც შეეძლება იჭიდავებს, ხოლო როდესაც შეატყობს, რომ აღარ შეუძლია ინტაის გამოაცხადებს და შემდეგ იმკურნალებს ფეხზე.
სოსო
მეორე მუხლსაც დაიშავებს ასე და ყველაფრის შანსს დაკარგავს.ვფიქრობ სჯობია,ორივე ტრავმა მთლიანად მოირჩინოს.თუ ტრავმა არ შეაწუხებს,ოძეკობის დაბრუნება არ გაუჭირდება,ხოლო თუ ასე სულ ტრავმიანი იასპარეზებს,ტრავმებიც გაურთულდება და აუცილებლად დაკარგავს ტიტულს.სულ ბეწვის ხიდზე სიარული,არ შეიძლება.ჩაგიწყდება.
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
"იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა - ვის დაუპირისპირდება ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
პსჟ ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - კვარაცხელიას გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური "ნასაფის" ფეხბურთელია
მაგნეს აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
"ნიუკასლის" კაპიტანი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს
პსჟ იაპონიის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე მუშაობს
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]