იაპონიის სუმოს ასოციაციამ რამდენიმე საათის წინ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები მოახლოებულ აკი ბაშოზე იასპარეზებენ.

თითქმის 8 (უფრო ზუსტები თუ ვიქნებით, 7-ნახევარი) საფეხურით განიცადა ვარდნა ჯურიოს დივიზიონში მოღვაწე გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა და აღმოსავლეთის მე-10 ნომრის სტატუსით მოგვევლინა. წინა ბაშოზე გაგამარუ დასავლეთის მე-2 ნომრად ჭიდაობდა, მაკუუჩიში გადასვლის იმედიც ჰქონდა, თუმცა შეჯიბრების სტარტზევე მიღებული მძიმე ტრავმის გამო 15-დან მხოლოდ 3 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და მსგავსი დაქვეითებაც მოსალოდნელი გახლდათ.

მცირე ცვლილება შეეხო ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონელი ტაკაკეიშოს ოძეკიდან სეკივაკეს რანგზე ჩამოქვეითების გამო დასავლეთის მეორედან აღმოსავლეთის მეორე ოძეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა, მოგეხსენებათ, ამ ბაშოზე ტოჩინოშინი კადობანში იქნება ჩაყენებული და ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად კაჩი-კოში უნდა დააფიქსიროს.

იგივე ამოცანა ექნება შესასრულებელი იაპონელ ოძეკი გოეიდოსაც, რომელიც ლევანის დარად, კადობან-ოძეკის სტატუსით იასპარეზებს ტურნირზე.

რაც შეეხება სეკივაკეს წოდებაზე ჩამოქვეითებულ ტაკაკეიშოს, 10 ან მეტი ორთაბრძოლის მოგების შემთხვევაში, იგი ავტომატურად დაიბრუნებს ოძეკის სტატუსს.

სეკივაკეს რანგი შეინარჩუნა იაპონელმა მიტაკეუმიმ, რომელიც მიჯრით მე-16 ბაშოს ჩაატარებს სანიაკუში. წოდებას ინარჩუნებს ასევე იაპონელი აბი, რომელსაც თანამემამულე ენდო შეუწყვილდება კომუსუბის პოზიციაზე.

ერთადერთი, ვინც სანიაკუში ადგილი დაკარგა, ეს არის იაპონელი რიუდენი, რომელიც იმდენად ღრმად დაქვეითდა (დ-მ5), რომ ჯოი-ჯინშიც ვერ დაიკავა ადგილი.

სამაგიეროდ, ჯოი-ჯინში პირველად ვიხილავთ მეტად პერსპექტიულ იაპონელ რიკიშის, ტომოკაძეს, რომელიც დასავლეთის მე-3 მაეგაშირად იქნა განთესილი და პირველად მოუწევს კარიერაში ბობოლებთან ჭიდილი. ახალგაზრდა მებრძოლისთვის ეს იქნება მე-15 ბაშო და ჯერაც მაკე-კოში არ გააჩნია, რაც დოჰიოზე დგას.

ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს მაკუუჩი დივიზიონს, 28 წლის იაპონელი ცურუგიშოს სახით, რომელიც წინა ბაშოს ჩემპიონი გახდა ჯურიოში.

მაკუუჩის უბრუნდებიან მონღოლი აძუმარიუ, იაპონელი იუტაკაიამა და იაპონელი იშიურა, რომელიც უერთდება თანაკლუბელ ენჰოს და როგორც იქნა, აუსრულდება ოცნება იოკოძუნა ჰაკუჰოს. "თეთრი ფენიქსი" დოჰიო-ირის რიტუალის შესასრულებლად თანაგუნდელების თანხლებით გამოვა.

ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდნენ ბრაზილიელი გოლიათი კაისეი და სამი იაპონელი - იაგო, ჩიომარუ და იოშიკაძე.

აკი, იგივე შემოდგომის ბაშო ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში 8 სექტემბრიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღეს გასტანს.

მომზადებულია https://www.facebook.com/GeorgianSumo-ს მიხედვით

ქართული ენის გულშემატკივარი
ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ პატივი ეცით საკუთარ ენას. ცუდად ხვდება ყურს "განიცადა ვარდნა". ეს არის ცუდად ნათარგმნი რუსული გამოთქმა "Потерпел падение". არ სჯობს რომ ვთქვათ "7 საფეხურით ჩამოიწია". ამის მსგავსია, როცა წერთ "მარცხი განიცადა" ("Потерпел поражение"). თქვი რა "წააგო" ან "დამარცხდა". აშკარად შეუფერებელია, როდესაც წერთ: "ჯურიოს დივიზიონში მოღვაწე გაგამარუმ". უკაცრავად, მაგრამ "მოღვაწეობდა" ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში გამოდის (ასპარეზობს, ჭიდაობს).
მიხა პაპა
ხოდა თუ ასე გააგრძელეს გამოგვაბანძუკებენ სუმოდან.
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
"შტურმი" კიტეიშვილი გარეშე სახლში დამარცხდა
როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა და რა ხდება პსჟ-ს ლაზარეთში?
[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი - "მანჩესტერული დერბი" "სიტის" გამარჯვებით დასრულდა
წიტაიშვილი აბუაშვილმა შეცვალა - "მეცმა" ფრედ ითამაშა
[VIDEO] ნადირობა ხვიჩაზე - პსჟ-ს კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა
[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" გაიმარჯვა
[VIDEO] ისევ მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" "ბარნლის" სალაჰის გატანილი პენალტით მოუგო
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
[VIDEO] "თავი გავწირე კლუბისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს" - მიქაუტაძემ "ლიონიდან" წასვლის მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] მესის პენალტიდან გოლის გატანა პანენკათი უნდოდა, მაგრამ ასეთი შედეგი მიიღო...
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
[PHOTOS] ურთიერთობა სამი შვილის დედასთან? - ვინისიუსი ამ 26 წლის ტელეწამყვანს დაუკავშირეს
კიუშუ ბაშო. XII დღე: გაგამარუმ მე-11 მარცხი იწვნია
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს - ქართველის საწყისი მეტოქეები ცნობილია
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
14-წლიანი კარიერის მანძილზე პირველად - გაგამარუმ კიუჯო გამოაცხადა
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"როცა მაკუშიტაში ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?!" - გაგამარუ ტრავმებსა და კარიერის გაგრძელებაზე
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
კიუშუ ბაშო. VII დღე: გაგამარუ ტრავმასაც ებრძვის და მეტოქესაც [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]