ტოჩინოშინის კომენტარი ტრავმასთან დაკავშირებით და მზადების პროცესი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სულ რაღაც 4 დღე რჩება სუმოს სამყაროს მორიგი დღესასწაულის დაწყებამდე, 8 სექტემბერს ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში აკი ბაშო აიღებს სტარტს.

ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ბაშოსთვის აქტიურად ემზადება. მზადების პროცესს ვიდეოში იხილავთ. ის ამ ბაშოზე კადობანშია ჩაყენებული და თუ დადებით ბალანსს არ აჩვენებს, ოძეკის ტიტულს კვლავ დაკარგავს.

ამავდროულად, ტოჩინოშინს ტრავმა აწუხებს და მისი მიზანი უფრო რთულად განსახორციელებელი ხდება.

ქართველმა ოძეკმა იაპონელ ჟურნალისტებთან მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"მარჯვენა ფეხზე კვლავ ვერ ვჩერდები, ძლიერია, მაგრამ მას ბოლომდე ვერ ვეყრდნობი. მარცხენა მხარი უკეთეს მდგომარეობაშია, უკვე ვახერხებ
ხელის გამოყენებას. წინა ბაშოს შემდეგ ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, სრულებით არა, მაგრამ მცირედით".

altახალი ბანძუკე (რეიტინგი) გამოქვეყნდა - ცვლილებები ქართველ სუმოისტებსაც შეეხოთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტოჩი შენ ყველას ყველაფერი დაუმტკიცე!მთავარია ჯანმრთელად იყო-ოძეკობაც წყალს წაუღია.შენ ქართველი დაუმარცხებელი ლომი ხარ ყველა ქართველისთვის.შენ ხარ მაგალითი ქართველობის და გმირობის. წარმატებას გისურვებთ ჩვენო სიამაყევ!!! ქართულ გულში გენაცვალე!
Jordan Beli
12:25 04-09-2019
0
ოძეკობა არ არის თვითმიზანი!!!...
მთავარია ლევან შენ იყო კარგად!!!...
თუ ბოლომდე სრულყოფილად ვერ გამოჯანმრთელდები,გთხოვ, არ გამოხვიდე ბაშოზე!!!...
არტაგი
21:24 04-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული