აკი ბაშო - ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის და გაგამარუ სეკიტორობის დაკარგვის ზღვარზე

AutoSharing Option
8 სექტემბერს იაპონიაში დიდი დღესასწაულია, ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში აკი ბაშო გაიხსნება. იაპონელთა ნომერ პირველი სპორტული სანახაობა, რომელიც დიდი რიტუალია აბორიგენებისთვის, თხუთმეტი დღის განმავლობაში გაახარებს სუმოს გულშემატკივრებს.

ტოჩინოშინი ბაშოს საკმაოდ რთულ სიტუაციაში ხვდება, ის კადობანშია ჩაყენებული და თუ დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, ოძეკის ტიტულს კვლავ დაკარგავს და ნოემბრის ბაშოზე ტიტულის დასაბრუნებლად ათი გამარჯვება დასჭირდება.

არადა სიტუაცია საკმაოდ რთულია, ქართველ სეკიტორმა მხრის ტრავმა თითქმის მოირჩინა, თუმცა მარჯვენა ფეხზე მუხლის ტრავმა ვერა. ლევანს არ შეუძლია მარჯვენა ფეხს ბოლომდე დაეყრდნოს, რაც ნებისმიერი მეტოქის
უპირატესობა იქნება. სამწუხაროდ პროგნოზი არც თუ ისე დამაიმედებელია და ნაკლები შანსია ტოჩინოშინმა კაჩი-კოში გაიფორმოს.

ქართველი ფალავნის პირველი დღის მეტოქე მონღოლი გოლიათი იჩინოჯო იქნება, რომელიც ყველაზე მძიმეა მაკუუჩი დივიზიონში, ის 224 კილოგრამს იწონის. რაც შეეხება ბალანსს 17:5-ზეა ქართველის სასარგებლოდ.

მეორე დღის მეტოქე ასონოიამა იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე აქვს.

აკი ბაშოს ფავორიტები კვლავ იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ არიან, განსაკუთრებით კარგ ფორმაშია თეთრი ფენიქსი და თავის დიდი კოლექციიისთვის კიდევ ერთი იმპერატორის თასის მოპოვებას შეეცდება.

ძალიან ცუდ სიტუაციაშია გაგამარუ, რომელსაც ტრავმა აწუხებს და თუ ექვს გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, სეკიტორის ტიტულს დაკარგავს, შედეგად მაკუუშიტა დივიზიონში დაქვეითდება. ქართველის პირველი მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 3:7-ზე აქვს.

altტოჩინოშინის კომენტარი ტრავმასთან დაკავშირებით და მზადების პროცესი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი გადასწყვეტი არ არის, მაგრამ ჯობია ჯანმრთელობას მიხედოს და ფორმაში შესვლის შემდეგ ტიტულებს ყოველთვის მოიპოვებს, ტრავმით ასპარეზობა რისკთან არის დაკავშირებული - შეიძლება ტრავმაც გაიმიზეზოს და აქედან გამომავალი ტიტულიც დაკარგოს
თენგაბი
13:18 07-09-2019
0
კი მაგრამ ასე, ტრამვირებულად ასპარეზობას, როცა შეიძლება კიდევ უფრო გაიმიზეზო და ტურნირუდან გამოეთიშო კიდეც (რაც წინა ბაშოზე მოუვიდა), არ სჯობს მოირჩინოს საბოლოოდ ტრამვა თუნდაც რამდენიმე ბაშო გამოტოვოს. ჯანდაბას ოძეკის ტიტული, ასე ტრამვიანობა ხომ შეიძლება კარიერის ფასად დაუჯდეს?!
ანდრო
15:55 07-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული