10 სექტემბერს, აკი ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივ გაგამარუმ სოკოკურაი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერა.
გაგას, როგორც იცით, მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება ჯურიოს ელიტურ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
მეორე ქართველი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაახლოებით, 12:30 საათზე გამოვა დოჰიოზე და ჰოკოტოფუჯის შეხვდება.