14 სექტემბერს აკი ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მეხუთე მარცხი იწვნია.
ლევან გორგაძე მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ქართველს ფალავანს ბალანსი 2:5-ზე გაუხდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოდაი იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:8-ზე იქნება.
რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტ, გაგამარუმ ტურნირზე მე-4 მარცხი განიცადა.
თეიმურაზ ჯუღელი ტობიზარუსთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო და ამჟამად ბალანსი 3:4-ზე აქვს.
მისი მომდევნო მეტოქე კაიშო იქნება.