შეჯიბრების მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა ენდო შოთას ჰენკათი სძლია, რასაც სუმოს სამყაროში ღირსეულ საქციელად ნამდვილად არ თვლიან. თუმცა, ალბათ, არ არსებობს სუმოისტი, რომელსაც დოჰიოზე მსგავსი ქმედება არ გაუკეთებია.
ტოჩინოშინს 9 დღის შემდეგ ოთხი მოგება და ხუთი მარცხი აქვს. ქართველ სეკიტორს დარჩენილ ექვს შეხვედრაში მინიმუმ ოთხში გამარჯვება მართებს, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.
შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფალავანმა მის ქმედებაზე ისაუბრა: "როგორ შევაფასებ ბრძოლას? ამ დაპირისპირებაში ენდო შოთა დოჰიოზე დაეცა. ჰენკას გაკეთება თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა. ხშირად ამ ილეთის შესრულებისას მარცხნივ გავდივარ, თუმცა მეტოქე მაქსიმალურად
რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, ვერ ვიქნები კმაყოფილი. 9 დღე გავიდა და ბრძოლაში მხოლოდ ჰოკოტოფუჯის ვაჯობე. მიზეზი ჩემი ფიზიკური მდგომარეობაა. შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება ცუდად შეფასდეს, ეს მეც არ მომწონს, თუმცა საკუთარ თავს ვუთხარი - "როგორმე 8 გამარჯვება უნდა მოვიპოვო".
ტოჩინოშინმა ენდოს ჰენკათი აჯობა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აგრძელებს ბრძოლას [VIDEO]