19 სექტემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, აკი ბაშოს მე-12 დღეს მე-8 მარცხი საკმაოდ უცნაურად იწვნია (შიტატენაგეს ილეთით) და მაკე-კოში, ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა.
ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ გაგას მომავალ ტურნირზე მაკუუშიტას დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა, თუმცა გადაწყვეტილი არაა და თუ დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებას მოახერხებს, ჯურიოს დივიზიონში დარჩენის უმცირეს შანსებს მაინც შეინარჩუნებს.
მეორე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, ანუ ტოჩინოშინი, დღეს, 19 სექტემბერს, სეკივაკე მიტაკეუმის, დაახლოებით, 12:40 საათზე დაუპირისპირდება.