ტოჩინოშინი გიოჯის გაუბრაზდა - "შენ რატომ გააჩერე ბრძოლა?"

AutoSharing Option
ქართველ ფალავანს, ტოჩინოშინს აკი ბაშოზე უკან დასახევი გზა აღარ აქვს, მას ტურნირის დარჩენილ სამ ბრძოლაში გამარჯვება მართებს. მეთორმეტე საშეჯიბრო დღეს ის მიტაკეუმთან დამარცხდა.

თუმცა მარცხთან ერთად იაპონელებს ქართველის ემოციაც არ გამოჰპარვიათ. როგორც მოგეხსენებათ, სუმოს მსაჯმა ტოჩინოშინისა და მიტაკეუმის ორთაბრძოლაში, პირველი ტაჩიაის შემდეგ ჭიდაობა გააჩერა და თავიდან დაწყება ბრძანა, რასაც ტოჩინოშინის გაბრაზება მოჰყვა და მსაჯს ჰკითხა: "შენ რატომ გააჩერე ბრძოლა?"

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველთან შედარებით, მომდევნო ტაჩიაი ქართველ ოძეკს არ გამოუვიდა და მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, იაპონელებს დაუშვებლად მიაჩნიათ ემოციის გამოხატვა,
რადგან შეხვედრას შინტოისტური ტაძრის მღვდელმსახური სჯის და მის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

მოგვიანებით ტოჩინოშინმა ეს ყველაფერი სხვანაირად ახსნა: "წავაგე იმიტომ, რომ სუსტი ვიყავი, თუმცა ვცდილობ, რომ უკეთესი გავხდე".

დღეს ქართველის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც ამ ბაშოზე ექვსი მარცხი და ექვსი გამარჯვება აქვს. ქართველი და იაპონელი ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ და ბალანსი თანაბარია - 1:1. ბოლო დაპირისპირება მიმდინარე წლის ივლისში შედგა, სადაც ტოჩინოშინი უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.

altაკი ბაშო. XII დღე: ეს ბოლოა, ტოჩინოშინს მეტი მარცხის უფლება არ აქვს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული