12 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
ლევან გორგაძე კომუსუბი ენდოს შეხვდა, ვისთანაც აქამდე უარყოფითი ბალანსი, 5:6-ზე ჰქონდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 1:2-ზე გაუხდა.
ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 9:7-ზე აქვს.