12 ნოემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, კიუშუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება იზეიმა.
გაგას მეტოქე ჯიუროს მე-14 ნომერი, იაპონელი იროდორი გახლდათ და ქართველმა ფალავანმა მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დასცა ძირს.
გაგამარუს ამ მოგების შემდეგ ბალანსი 1:2-ზე აქვს.
მეორე ქართველი, ტოჩინოშინი, ანუ ლევან გორგაძე, საკუთარ ბრძოლას, დაახლოებით, 12:10 საათზე ჩაატარებს და კომოსუბი შოთა ენდოს დაუპირისპირდება.