ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, კიუშუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს მე-3 მარცხი განიცადა, რისი მიზეზიც ქრონიკული ტრავმა გახლდათ.
გაგამ კარგად დაიწყო ორთაბრძოლა ვაკამოტოჰარუსთან, თუმცა ტკივილის ინტენსივობას ვეღარ გაუძლო და დოჰიოს მიღმა თავისივე ინიციატივით გავიდა.
გაგამარუს მე-4 დღის შემდეგ ბალანსი 1:3-ზე აქვს.
მეორე ქართველი, ლევან გორგაძე, ანუ ტოჩინოშინი, დღეს, 13 ნოემბერს ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება. ტოჩის ორთაბრძოლა, დაახლოებით, 12:15 საათზე დაიწყება.