კიუშუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, მე-5 მარცხი ჯიუროს მე-11 ნომერ კაიშოსთან იწვნია.
როგორც ყველა წინა ბრძოლაში, გაგა გამარჯვებასთან ახლოს ამ დაპირისპირებაშიც იყო, თუმცა ისევ ვერ მიატანა ძალა ბოლომდე და, სამწუხაროდ, დამარცხდა.
6 დღის შემდეგ გაგამარუს ბალანსი 1:5-ზე აქვს და დარჩენილ 9 ბრძოლაში მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება ჯიუროს ელიტურ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად.