16 ნოემბერს კიუშუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს გაგამარუმ მორიგი მარცხი განიცადა.
თეიმურაზ ჯუღელი საკიგაკეს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ეს ქართველი ფალავნის რიგირთ მე-6 მარცხია.
გაგამარუს მინიმუმ 5 გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რომ ჯიური ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯუღელი ტრავმით ასპარეზობს და ბოლომდე ვერ ვალენს საკუთარ შესაძლებლობებს.