გაგამარუმ ჯიუროს დივიზიონიდან გავარდნა თავიდან ვერ აიცილა

AutoSharing Option
20 ნოემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, კიუშუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ტობიძარუსთან მე-10 მარცხი განიცადა და ფაქტობრივად, ჯიუროდან გავარდა.

გაგას ჯიუროში დასარჩენად მინიმუმ 6 მოგება სჭირდებოდა, თუმცა ტრავმიანმა სუმოისტმა ეს ვერ მოახერხა. გაგასთვის ძალიან მტკივნეული არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ ბრძოლის შემდეგ გადაადგილებაც არის.

გაგა ჯიუროს დივიზიონში 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ ამ დივიზიონში 24 ბაშოზე იჭიდავა, ხოლო უმაღლეს, მაკუუჩის დივიზიონში კი 37 ბაშოზე გამოვიდა და მისი უმაღლესი წოდება კომოსუბი იყო, რომელიც 2012 წელს მოიპოვა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ვუთანაგრძნობ თემურს,ამდენი წელია ტკივილს და მეტოქეს ერთად ებრძვის.ეს ჩემპიონობაზეც არა ნაკლები ვაჟკაცობაა.
სოსო
12:21 20-11-2019
0
ცუდია,რომ გამოვარდა მაგრამ როდემდე უნდა იყოს ტრავმა მიზეზი ? სულ ტრავმა როგორ აქვთ რო აგებენ და თუ მოიგეს მაშინ ტრავმიანმა მოიგოო წერთ :)
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული