![](https://sportall.ge/pictures/image5/2041a64d0f6541d6456a720d2c88e334.png)
დღეს, 11 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ქართველ ფალავანს ბალანსი 1:3-ზე აქვს.
ხვალ, 12 მარტს, ლევანი დოჰიოზე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოშის წინააღმდეგ დადგება.