ჰარუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-6 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინი ჰენკას "მსხვერპლი" 3-ჯერ გახდა, თავად კი მეორედ მიმართა ამ ხერხს და დღევანდელი მეტოქე ლამის ტრიბუნებამდე მოისროლა.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ რიკიშის ბალანსი 5:6-ზე აქვს. ხვალ, 19 მარტს ჩიომარუს დაუპირისპირდება.