ტოჩინოშინმა მაკე-კოში გაიფორმა - რა ელის ქართველ სუმოისტს?!

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტავარასთან მიმწყვდეული ტოჩინოშინი მეტოქის მიძალებას ლამის 1 ფეხით ეწინააღმდეგებოდა, ჩანდა, რომ მეორე ფეხს ძალას ვერ ატანდა და ბოლოს დანებდა.

სამწუხაროდ, ეს მარცხი ტოჩისთვის მე-8 იყო და უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) გაიფორმა. თუმცა, 5 მოგება სუმოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინისთვის საკმარისი იქნება და დარჩენილი 2 ბრძოლაც რომ დათმოს, მაკუუჩის დივიზიონში ადგილს მაინც შეინარჩუნებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევანა გორგაძე სანამ ფეხზე დგას(ერთ ფეხზეც) სუმოს თავს არ დაანებებს, ჯურიოშიც რომ გავარდეს. ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ გაუგებრებისთვის, კაცი მუშაობს, ფულს შოულობს, ისევე როგორც სხვა პროფესიის ქართველები.
ozeki
19:29 20-03-2020
1
მოკლედ სუფთა სპორტული თვალსაზრისით არ იქცევა სწორად და ვინც ვაკრიტიკებთ უფლება გვაქვს ნამდვილად, რომ ვაკრიტიკოთ. თავისუფლად შეეძლო აქამდეც და ეხლაც შეუძლია 2 ბაშოს ან თუნდაც მეტის მთლიანად გამოტოვება, მკურნალობა ნორმალურად და მერე გამოსვლა, 35 წელს ზემოთაც ხედავთ რომ ასპარეზობს ხალხი, მარა ამას ხელფასი და პრემიალურები არ ეთმობა, ხანდახან მაინც როცა იგებს საკმაოდ დიდ თანხებზეა ლაპარაკი მანდ. როგორც ჩანს ურჩევნია ფული აკეთოს რა, სანამ ცოლს მოიყვანდა სამაგალითო სპორტსმენი იყო, იმის შემდეგ აურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თვითონ ჭიდაობს თავისი საქმეა რას იზამს, უბრალოდ გასაკრიტიკებელი არის ნამდვილად სპორტული თვალსაზრისით
FootballFan
18:44 20-03-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული