ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მე-12 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.
ლევანისთვის ეს გამარჯვება ზედიზედ მეორე, საერთო ჯამში კი მესამე აღმოჩნდა და უკვე დადებითი ბალანსი აქვს - 3:2.
ქართველი გოლიათი ხვალ, 24 ივლისს თავის მსგავსად ყოფილ ოძეკი კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება.