100-დან 100-ს რომ მოიგებდა, ტოჩინოშინმა ისეთი ბრძოლა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 ივლისს, ნაგოია ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ტერონოფუჯის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ტერონოფუჯის, რომელიც ამჟამად მე-17 მაეგაშირა გახლავთ, ლევანის მსგავსი ისტორია აქვს - მონღოლმა ზედიზედ 15 ბაშო ჩაატარა ოძეკის რანგში, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო და ზედიზედ 10 ბაშო გამოტოვა; ახლა კი დაბრუნდა და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია, ბალანსი 10:1-ზე აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის პირისპირ მე-17 და მე-11 მაეგაშირა იდგნენ, ნამდვილი ოძეკური ბრძოლა გაიმართა - ორივე გოლიათს ორმხრივი ჩავლება
ჰქონდა. მოგეხსენებათ, ამ პოზიციაში რამდენად ძლიერია ლევანი, თუმცა მარჯვენა ფეხი აშკარად ვერ მიახმარა და მე-5 მარცხი იწვნია.

11 ორთაბრძოლის შემდეგ ტოჩის ბალანსი 6:5-ზე აქვს და ხვალ, 30 ივლისს შოჰოძანს დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ვეღარ გაუძლო.არა უშავს.
სოსო
12:40 29-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული