გუშინ, 31 აგვისტოს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე, ანუ რეიტინგ-სია გამოაქვეყნა და რაც სასიხარულოა, ქართველი რიკიში ტოჩინოშინი საგრძნობლად დაწინაურდა.
ტოჩი გასულ ბაშოს მე-11 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა, სუპერტურნირი 10-5-ზე ბალანსით დაასრულა, თუმცა რეიტინგში მის წინ მყოფ სუმოისტებს იმდენად ცუდი შედეგები ჰქონდათ, ერთბაშად 7 საფეხბურით დაწინაურდა და ახლა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა გახლავთ.
მომავალ ბაშოზე ტოჩიმ თუ იგივე შედეგი (10-5) გაიმეორა, სანიაკუს დაუბრუნდება და რიგითი მაეგაშირას სტატუსს უკან მოიტოვებს.
როგორც მოგეხსენებათ, მეორე ქართველმა რიკიშიმ, გაგამარუმ წინა ბაშო ტრავმის გამო გამოტოვა და ახალ რეიტინგში სანდანმეს
დივიზიონის 85-ე პოზიციაზეა.
სექტემბრის ბაშო კი 13 სექტემბერს დაიწყება და 27-მდე გასტანს. სუმოს სუპერტურნირს ისევ ტოკიო, კუკუგიკანის დარბაზი უმასპინძლებს.