ტოჩინოშინმა წაუჰენკა და უხერხული მეტოქე დოჰიოზე გააგორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-8 საშეჯიბროს დღეს ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ქართველმა სეკიტორმა ჰენკას მიმართა - სასტარტო შეჯახებას აარიდა თავი, რამეთუ ტაკაკეიშო ამ კომპონენტში ძალიან ძლიერი და ლევანს მისი დამარცხება უჭირს.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩის 4 მარცხის წილ 4 გამარჯვება აქვს და ხვალ კიდევ ერთ ოძეკის, ასანოიამას შეერკინება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ჰენკა არ იყო.
2
მძიმე დასაწყისის შემდეგ,ლევანმა მდგომარეობა გამოასწორა.იმედია გაგრძელება უკეთესი იქნება.ყველა ბრძოლაში განსხვავებულად იბრძვის.
სოსო
16:55 20-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული