ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა დღეს, 25 სექტემბერს, აკი ბაშოზე მე-13 ბრძოლა გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა, რაც ავტომატურად კაჩი-კოშის გაფორმებას ნიშნავდა.
თუმცა საინტერესო ბრძოლის მიმდინარეობა გახლდათ. ზუსტად ასეთი ბრძოლა გამართა სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა იმ დაპირისპირებაში ქართველმა გაიმარჯვა.
გიოჯიმ გამარჯვება ტოჩის მიანიჭა, თუმცა მონოი შედგა და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ კირიბაიამაც დაცემამდე ტოჩიმ ქუსლი ტავარას მიღმა გადადგა...
ქართველისთვის ეს მე-8 მარცხი იყო და როგორც აღვნიშნეთ, უარყოფითი ბალანსი უკვე გაიფორმა. თუ დარჩენილ 2 დაპირისპირებას მოიგებს, რეიტინგში მინიმალური ადგილით დაქვეითდება.