ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს მე-8 მაეგაშირა ცერუტუიოში შოკის დაუპირისპირდა და მეტოქე ჩვეულ სტილში, ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.
ტოჩიმ უხერხულ მეტოქეს (აქამდე 0:2-ს აგებდა ურთიერთშეხვედრებში) პირველად მოუგო და ბალანსიც გამოისწორა - 2:2.
ხვალ, 12 ნოემბერს, ქართველი გოლიათი ტოკოშორიუს დაეჭიდება.