"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა

AutoSharing Option
ქართველი რიკიში გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი, უმძიმესი ტრავმის შემდეგ სუმოდან წავიდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, შემდეგ კი ინტერვიუ "პირველ არხს" მისცა.

"მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ 15-წლიანი გულშემატკივრობისთვის. იყო ბევრი გამარჯვება, ბევრი დამარცხება, მაგრამ თქვენი გულშემატკივრობა იყო ის, რაც ყოველთვის მაძლიერებდა, მამხნევებდა და მუდამ შემართებით მაბრუნებდა დოჰიოზე. 2005 წლის ნოემბერში დაიწყო ჩემი პირველი ბაშო და ზუსტად 15 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მომიწია სპორტიდან წასვლა. ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო. იმედია, სუმოსთვის
თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ფეხზე წამოდგომას და ჩემი ქვეყნის სიყვარულში კიდევ სხვა კარგი საქმეების კეთებას. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და ყოველთვის ❤️" - დაწერა გაგამ.

"ყველას მადლობა გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის, რომელიც მე რთულ პერიოდში თქვენგან ვიგრძენი. კარიერის მანძილზე ბევრი ტრავმა მიმიღია, თუმცა ყველაზე მძიმე გასული წლის ნოემბერში იყო. პრობლემა ორივე მუხლზე შემექმნა და კარიერაში პირველად გამოვტოვე ბაშო.
ბევრ ექიმთან ვიყავი, ოპერაციაზეც ვფიქრობდი, თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ სპორტში დაბრუნება ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან არცერთ მუხლში ხრტილი აღარ მაქვს...
კარგი ფორმის დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა, ისე კი სუმოში გაჩერებას აზრი არ აქვს.
6 წლიდან სპორტში ვარ და ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება. ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს, ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ.
მე მაკუუშიტას დივიზიონიდან ელიტაში დაბრუნება გულშემატკივრების მხარდაჭერით შევძელი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იაპონელ გულშემატკივრებს და ორჯერ დიდი მადლობა ქართველებს.
როცა ვფიქრობ, რომ იაპონიაში 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ აქაურობა უნდა დავტოვო, გული მწყდება აქაურობაზე, თუმცა გამორიცხულია, სულ იაპონიაში ვერ დავრჩები.
წინ თმის შეჭრა მელოდება და ეს პროცესიც, ვიცი, ცალკე სტრესი იქნება", - უთხრა გაგამარუმ "პირველ არხს".
გაგამარუ პირველად ბაშოზე 2006 წელს გავიდა. უმაღლეს, მაკუუჩის დივიზიონში კი დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2012 წელს ჰაცუ ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და კომოსუბის ტიტულიც დაიმსახურა. ბოლო ბაშო კი მაკუუჩის დივიზიონში 2017 წელს ჩაატარა.
გაგას ორჯერ აქვს მიღებული სპეციალური პრიზი მებრძოლი სულისათვის და ერთხელ კი "ოქროს ვარსკვლავიც" დაიმსახურა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის დამარცხების სანაცვლოდ.

altტოჩიმ მეტოქე ასწია და მე-6 გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა გულიანი და კაცური ასპარეზობისთვის.
ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და გული არ უნდა გაიტეხოთ.
წარმატებები....
giabar
16:35 18-11-2020
1
მადლობა.
1

სიახლეები პოპულარული