ტურნირში მონაწილეობა 430-მა გუნდმა მიიღო, სადაც გამარჯვება TEAM ONYX-მა მოიპოვა.
ფინალში 16 გუნდი მონაწილეობდა. ჩატარდა 12 მატჩი 2 დღეზე თანაბრად, თითო დღეს 6 თამაში.
sportall.ge გუნდის კაპიტანს, სანდრო ხვედელიძეს (onyxMASTER-ს) დაუკავშირდა და გამარჯვების შემდგომ განწყობაზე ესაუბრა.
"მოგესალმებით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. საქართველოში ასეთი მასშტაბური და ორგანიზებული ტურნირის ჩატარება, თან სტუდიით, არ არის ადვილი და დასაფასებელია. მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს. წინა ტურნირებთან შედარებით,
ჩემს გუნდს რაც შეეხება, მთლიანობაში ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ლიდერბორდში ყოველთვის პირველ ადგილს ვიკავებდით (საკვალიფიკაციო, ნახევარფინალი და ფინალის ორივე დღე). ბევრად დიდი ანგარიშით შეგვეძლო დაგვესრულებინა ეს ტურნირი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის გამარჯვებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტურნირი და ზოგადად ასეთი ორგანიზებული ჩემპიონატები ეხმარება გუნდებს განვითარებაში. რაც უფრო მეტი მაღალი დონის ტურნირი ჩატარდება საქართველოში, მსოფლიო ასპარეზზე წარმატებებს მით უფრო მალე მივაღწევთ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ასპარეზობას. საქართველოში, სამწუხაროდ, ტურნირები ამ მომენტისთვის აღარ არის, მაგრამ ჩვენ პარალელურად უცხოურ ტურნირებზე ვთამაშობთ და წინ რამდენიმე ფინალი გველის. გვქონდა შეცდომები, რაც ამ ტურნირზე გამოჩნდა.
მთავარია, დავინახეთ, დანარჩენი ყველაფერი მარტივად გამოსწორდება.
მთავარია, დავინახეთ, დანარჩენი ყველაფერი მარტივად გამოსწორდება.
მინდა თქვენი მეშვეობით მივმართო ასევე იმ გუნდებს, რომლებიც მხოლოდ ბოლო ხელში ჩვენს ადგილზე ჩამოხტნენ, რათა ჩვენთვის ხელი შეეშალათ. ასეთ მენტალიტეტს და დამოკიდებულებას სანამ არ შევცვლით, ვერც ეს გუნდები და ვერც ქართული კიბერსპორტი წინ ვერ წავა. იმ გუნდებს კი, ვინც ცდილობს, დაიხვეწოს და პროგრესირდეს, ვურჩევ, რაც შეიძლება ძნელი პრაკები ითამაშონ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან. დაუღალავი ვარჯიში აუცილებლად გამოიღებს შედეგს!
საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა CACTU2-ს ასეთი დონის ტურნირისთვის. ბევრი ასეთი დონის ჩემპიონატი ქართული კიბერსპორტის განვითარებას შეძლებს".
ეს კი ტურნირის საუკეთესო მატჩი! ფინალის მეორე დღის პირველი Erangel
წარმატებები TEAM ONYX-ს და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს გისურვებთ.