დღეს, 18 იანვარს, იანვრის ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, ქართველი რიკიში ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, მე-7 მაეგაშირა მეისეის დაუპირისპირდა და მეტოქე უატედაშენაგეს ილეთით დაამარცხა.
ტოჩის საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა დასჭირდა, თუმცა დოჰიოზე ისეთი ლევანი ვიხილეთ, როგორიც გვახსოვს - ბოლომდე იბრძოლა, არ დანებდა და გაიმარჯვა.
აქვე, ვიდეოკადრებში კარგად გამოჩნდა, გამარჯვების შემდეგ მარჯვენა ფეხი რა მტკივნეულად დადგა... ამაზე საუბარიც ზედმეტია...
ლევანს 6 მარცხის წილ 3 გამარჯვება აქვს, თუმცა ყველა უძლიერესი მეტოქე უკვე მოიცილა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 1 მარცხის უფლებაც აქვს.
უკან ვისი ხელი გკრეს?