ტოჩინოშინმა უცნობი ვეტერანი ძირს დასცა, თუმცა მაინც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 იანვარს, ჰაცუ ბაშოს ბოლოს წინა საშეჯიბრო დღეს ქართველი რიკიში ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე 35 წლის მე-16 მაეგაშირა აკისეიამას დაუპირისპირდა, რომელიც მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში კარიერაში მეორე ბაშოს ატარებს და სამწუხაროდ, დამარცხდა.

სასტარტო შეჯახებისას უპირატესობა იაპონელმა გოლიათმა მოიპოვა და ლევანი ტავარასთან მიაბჯინა, ტოჩიმ თავსი დაძვრენა სცადა, მეტოქე ძირსაც დასცა, თუმცა ტავარას მიღმა ფეხი აკისეიამას წაქცევამდე დადგა და შესაბამისად, დამარცხდა.

ტოჩინოშინისთვის იანვრის ბაშო წარუმატებელი გამოდგა. ქართველის ანგარიშზე 14 შეხვედრაში 4 გამარჯვება და 10 მარცხი გახლავთ. ქართველს დაქვეითება არ ასცდება, თუმცა თუ
ხვალ მოიგებს, ვარდნა მაქსიმუმ 5-საფეხურიანი იქნება. მიმდინარე ბაშოზე ლევანი მე-4 მაეგაშირას რანგში ჭიდაობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული