ქართველი გოლიათი 60-კგთი მსუბუქ და 20-სმთი დაბალ მეტოქესთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰარუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯის შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის რიკიში, რომელიც მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში მეორე ბაშოს მართავს, სიმაღლესი 171 სანტიმეტრია (ლევანზე 20-სმთი დაბალი) და წონაში 117 კილოგრამი (ლევანზე 60-კგთი მსუბუქი), ლევანის გაბარიტებთან შედარებით, ზედმეტად პატარა გამოიყურება...

ლევანი თავიდან ძლიერად არ დაეჯახა, სავარაუდოდ მეტოქისგან ჰენკას ელოდა, რითიც მიდორიფუჯიმ ისარგებლა და ქართველს ძლიერად შემოუტია, ტოჩის ფეხი დაუცურდა და ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

8 საშეჯიბრო დღის შემდეგ ქართველს 5 მარცხი და
3 გამარჯვება აქვს. ხვალ ლევანი რიუდენს დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაი რა გეშველება
შორენა
22 მარტი 2021 20:04
0
რა სამარცხვინო ჟურნალისტია,რა ენით წერს
სისი
22 მარტი 2021 16:52
2
რაც იყო ის დაწერა
Dato
22 მარტი 2021 23:56
0
უღიტინებდა მუცელში
მინდია
21 მარტი 2021 21:24
0
ვინმემ უთხარით რო დაბრუნდეს საქართველოში
sar
21 მარტი 2021 14:53
4
ეს არ გეკადრება ლევან
Tochi
21 მარტი 2021 14:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული