დღეს, ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჩიოტაიუს დაუპირისპირდა.
ქართველი დასაწყისიდანვე მაგრად დაეჯახა და მეტოქე ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა. ეს გამარჯვება ტოჩინოშინისთვის მე-4 გახლდათ. ამასთან ერთად, მას 7 მარცხი აქვს.
ხვალ, 25 მარტს, მარტის ბაშოს მე-12 დღეს, ლევანი 1-ელ მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება.