ნაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-9 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკის ილეთით დაამარცხა.
კაგაიაკიმ სასტარტო შეჯახების შემდეგ აქტიურად შეუტია ტოჩის, თუმცა ტავარასთან მიბჯენილმა ქართველმა თავი კარგად დაიცვა, მავაშიში ორივე ხელი ჩაავლო და ჩვეულ სტილში, ძალისხმიერად გადაიყვანა მეტოქე დოჰიოს მიღმა.
ლევანს, ჯერჯერობით, უარყოფილი ბალანსი აქვს - 2:4. ხვალ, 15 მაისს, ქართველი გოლიათი იაპონელ რიკიში შოთა ენდოს შეხვდება.
დინჯად და მოთმინებით - დოჰიოზე ნამდვილი ტოჩინოშინი წარდგა [VIDEO]