იაპონიაში არის ტაძარი, სადაც საუკეთესო სუმოისტები იკრიბებიან. იქ ისინი იკვებებიან და ვარჯიშობენ კიდეც. დილით ადრე, საუზმამდე, სუმოს მებრძოლები სამსაათიან ვარჯიშზე მიემართებიან.
რის შემდეგაც დამსახურებული საუზმის დროც მოდის. მოჭიდავეებს საკვების შეზღუდვა არ აქვთ, ვინაიდან თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ სუმოში - მთავარი წონაა.
კალორიების დღიური ნორმა სუმოს მებრძოლისთვის, არც მეტი, არც ნაკლები - 8000-ს შეადგენს. კვების შემდეგ სუმოისტები, როგორც წესი, დასაძინებლად მიდიან, თუმცა აუცილებლად ჟანგბადის ნიღბით, რათა მოსვენებისას მათ სუნთქვა არ გაუჭირდეთ. სუმოისტის კარიერა 30-35 წლის ასაკში მთავრდება, რის შემდეგაც ბევრი მათგანი მწვრთნელის კარიერას იწყებს ან სპორტულ სექციებს ხსნის; ზოგიც წონაში იკლებს და ცხოვრებას თავიდან იწყებს.
სუმოისტების პენსია მათი გამარჯვებების მიხედვით ჯამდება, თუმცა მებრძოლები საშუალოდ, დაახლოებით, 60-65 წელს ცხოვრობენ, რაც იაპონიისთვის ძალიან მცირეა. სუმო სახიფათო სპორტია, რადგან არასწორი კვებისა და ჭარბი წონის გამო ბევრი სპორტსმენი არაერთი დაავადების გაჩენის რისკ-ჯგუფშია (დიაბეტიდან დაწყებული, გულის შეტევით დასრულებული).
წყარო: intermedia