დღეს, 20 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-5 მაეგაშირას ჰოშორიუ ტომოკაცუს დაუპირისპირდა და მოხდენილი ილეთით დაამარცხა.
ამრიგად, 4 მოგებითა და 8 წაგებით ლევანს მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) გაფორმებული აქვს, ტურნირის დასრულებამდე კი 3 დღე დარჩა. ქართველი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 21 მაისს, მე-2 მაეგაშირა ტობიზარუ მასაიას წინააღმდეგ გამართავს.