დღეს, 17 ივლისს, ნაგოია ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ფორმატში წარიმართა, თითქოს და მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ლევანის მეტოქე უპირატესობას ფლობდა, თუმცა საბოლოოდ, ქართველმა ძალ-ღონე მოიკრიბა და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
14 დღის საშეჯიბრო დღის შემდეგ, ლევანს 6 მოგება და 8 მარცხი აქვს, რაც იმას მიუთითებს, რომ ქართველს ივლისის ბაშოზე აქტივში უარყოფითი შედეგი ჩაეწერება...