ძლიერად მიაწვა და გადაიყვანა - ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოძე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა - მე-16 მაეგაშირა ტოკოშორიუ დაამარცხა.

ლევანმა თავიდანვე იაქტიურა, მეტოქეს ძლიერად მიაწვა და იორკირის მეთოდით დოჰიოდან გადაიყვანა. ახლა მას 5 გამარჯვება, 6 მარცხი და დადებითი ბალანსის შენარჩუნების უფრო დიდი შანსი აქვს.

ტოჩინოშინის (მე-12 მაეგაშირა) მომდევნო მეტოქე მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, რომელიც ქართველ სუმოისტს აქამდე 8-ჯერ დაუმარცხებია.

altტოჩინოშინის დაბრუნება? ქართველის ზედიზედ მეორე გამარჯვება ნაგოია ბაშოზე [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურებთ,ვხედავთ რომ აღარ შეუძლია,მაგრამ მაინც იბრძვის.იმარჯვებს კიდეც!ძალიან ძნელია ცქერა,როგორ უჭირს შერკინებისას მტკივანი ფეხის გამოყენება,მაგრამ მაინც არ წყვეტს,იბრძვის უკანასკნელ შანსამდე.გაძლება მოქცეს ღმერთმა,ლევან!
სოსო
13:51 22-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული