ტოჩინოშინი ტრავმის გამო ნოემბრის ბაშოს ვერ იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 14 ნოემბერს, იაპონიაში ბაშო იწყება, რომელშიც მე-13 მაეგაშირა ტოჩინოშინიც (ლევან გორგაძე) უნდა ჩართულიყო, თუმცა სუმოს ასოციაციის ცნობით, ქართველი სუმოისტი ტრავმირებულია (წელის ტკივილები აქვს) და შეჯიბრში ჩართვას ვერ ახერხებს.

ტოჩინოშინის საწყისი ორი მეტოქე ცნობილი იყო - იუტაკაიამა და კაგაიაკი, რომელთაც ტოჩის დოჰიოზე ვერ გამოსვლის შემთხვევაში გამარჯვება ავტომატურად ჩაეთვლებათ. თუკი ლევანი დროულად ვერ მომჯობინდა, შესაძლოა დაქვეითებაც დაემუქროს.

ვიმედოვნებთ, ქართველი სუმოისტი ვადაზე ადრე დაგვიბრუნდება.

altტოჩინოშინის ულამაზესი უვატენაგე - ქართველმა შეუძლებელი შეძლო! [VIDEO]

altეს უნდა ნახოთ - ხანგრძლივი ბრძოლა და ფორმაში შესული ტოჩინოშინი

[VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული