დღეს, 27 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) მორიგი შეხვედრა გამართა.
ქართველი სუმოისტი კოტონოვაკას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. სპორტსმენები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ერთ მომენტში ჩვენებური მეტოქემ დოჰიოსთან მიაბჯინა, თუმცა ლევანის ბრძოლითა და მაღალი ოსტატობით მოწინააღმდეგეს დოჰიო დაატოვებინა.
ასე და ამგვარად, ტოჩინოშინს 6 მოგება და 5 მარცხი აქვს, დარჩენილი 3 შეხვედრა კი ბაშოს სტარტზე ტრავმის გამო გამოტოვა.