დღეს, 9 იანვარს, ჰაცუ ბაშოს 1-ელ დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-16 მაეგაშირა, ცურუგიშო მომოტარო დაამარცხა და აქტივში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერა.
ქართველმა ათლეტმა ორთაბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქის ქამარი ხელში ჩაიგდო და ამის შემდეგ გამარჯვებაც აღარ გაჭირვებია.
მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდება.