ტოჩინოშინმა მაგრად იბრძოლა... მაგრამ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-2 დღეს, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-14 მაეგაშირა იჩიამომოტოს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

სპორტსმენები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ. ჩვენებურმა ქამრის აღება ვერ მოახერხა. 30-წამიანი ნერვული ომის შემდეგ ლევანს მეტოქე მიაწვა და დოჰიო დაატოვებინა. კიდესთან მისვლამდე ქართველმა იაპონელის გადაგდება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

2 საასპარეზო დღის შემდეგ "ტოჩის" თითო გამარჯვება და მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 11 იანვარს, მე-15 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი ჰაკუჰოს აშინებდა და ახლა ყველა უდღეურთან რაფერ აგებს??!!
aburjga
19:03 10-01-2022
0

სიახლეები პოპულარული