დღეს, 12 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა.
ათლეტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ. ლევანმა აგრესიულს დინჯი სტილი არჩია, რითაც ბრაზილიელმა ისარგებლა და ქართველი დოჰიოს გარეთ გადაიყვანა.
ამრიგად, გორგაძეს 1 მოგება და 3 წაგება აქვს, მეხუთე დღეს კი მე-17 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდება.