დღეს, 14 იანვარს, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-18 მაეგაშირა ოჰოს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
21 წლის სუმოისტი ქართველს მაგრად დაეჯახა და დოჰიოს კიდეს მიაბჯინა. თითქოსდა გორგაძემ თავი გაიმაგრა და კონტრ-ილეთიც სცადა, თუმცა საბოლოოდ, იაპონელმა ათლეტმა მაინც გაიმარჯვა.
ამრიგად, 6 დღის შემდეგ ლევანს 2 მოგება და 4 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იასუნარის წინააღმდეგ გამართავს.