ჰაცუ ბაშოს მე-15 დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ორივე სუმოისტმა თავიდანვე მოწინააღმდეგის ქამარი აიღო, შემდეგ კი დოჰიოს ცენტრში დადგნენ და ტაქტიკურ სვლებზე გადავიდნენ, საბოლოოდ, მონღოლმა ჩვენებური იორიკის ილეთით ზღვარს გადაიყვანა და გაიმარჯვა.
ამრიგად, ლევანმა იანვრის ბაშო 7 მოგებითა და 8 წაგებით დაასრულა, დადებითი ბალანსი ვერ შეინარჩუნა და თუმცა როგორც ამბობენ, გორგაძე მარტშიც უმაღლეს დივიზიონში ასპარეზებს.