"ტოჩიმ" მეტოქე მოწყვეტით დააგდო და დადებითი ბალანსი აქვს [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
გაზაფხულის სუპერტურნირის მე-9 საასპარეზო დღეს ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ვაკამოტოჰარუ დაამარცხა. დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. თავდაპირველად, თითქოს მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ "ტოჩიმ" მისი დაჯაბნა მოახერხა, დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და ისეთი მოწყვეტით დააგდო, ტრავმის რისკიც საკმაოდ მაღალი იყო (აბისეტაოშით გაიმარჯვა).
ტოჩინოშინს (მე-9 მაეგაშირა) 5 მოგება და 4 მარცხი აქვს, მომდევნო მეტოქე კი მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.